Thursday, December 24, 2009

proeqti

პ რ ო ე ქ ტ ი


  1. პროექტის სახელი--„ რა განძი გვქონია!“;

  2. პროექტის მოკლე აღწერა--საქართველოს ისტორიული ძეგლებსა და დაცულ ტერიტორიებზე მასალის მოძიება;

  3. პროექტის სრული აღწერა--მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად. დავალებად ვაძლევ საკუთარი სურვილის მიხედვით არჩეული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლე- ბის: „გელათის“, „ ალავერდის“, „უფლისციხისა“ და დაცული ტერიტორიის-„ვაშლოვანის ნაკრძალის“ შესახებ მასალების მოძიება- დამუშავებას.

    დავალება მიზნად ისახავს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისა და დაცული ტერიტორიების ისტორიის უკეთ გაცნობას, ქართველი ერისათვის მათი მნიშვნელობისა და როლის გაცნობიერებას,მოსწავლეებში წინაპართა ღვაწლისა და ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემისა და სიამაყის გრძნობის გაღვივებას, მათ მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავებას და ყველაფერი ერთად: მოზარდის პიროვნული

    ღირსებების ჩამოყალიბებას, მათში თავისუფალი აზრის განვითარებას, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მიღებული ცოდნა-გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას;

  4. მონაწილეთა ასაკი-12-13 წელი;

  5. ვადები/ ხანგრძლივობა-2 თვე;

  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში--თემის შერჩევა, კვლევის გეგმის ჩამოყალიბება, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება,კვლევითი პროექტის ანგარიში;

  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას-მოძიებული მასალის პორტფოლიოების, პლაკატებისა და სლაიდების შექმნა, კედლის გაზეთების გამოშვება;

  8. სარგებელი სხვებისთვის--დამუშავებული პორტფოლიოები დაიდება სკოლის ბიბლიოთეკაში და განთავსდება ინტერნეტში ვებ-გვერდზე ან ბლოგზე, რაც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებულ პირთათვის;

  9. სამუშაო ენა--ქართული;

  10. მონაწილეობა სხვა სკოლებთან—არა;

  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-- მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება, კომუნიკაციური უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება, მიღებული ცოდნის რეალურ ცხუვრებაში გამოყენება;

  12. პროექტის ფასილიტატორი--ნელი შარაშენიძე;

  13. ფასილიტატორის ელ- ფოსტა-- nelisxiladze@gmail.com